თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ვერ უმკლავდება
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2019 22:39
თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ვერ უმკლავდება

„ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება თვითონ. სახელმწიფო აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც არის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ კონკრეტული ძვირად ღირებული პროექტებისთვის, რომელსაც ძალიან დიდი თანხა და რესურსი ჭირდება, ბიძინა ივანიშვილი იხდის თავისი პირადი სახსრებიდან და შემოსავლიდან, თავისი ოჯახის ქონებიდან და აფინანსებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.



თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტები რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.



„პროექტი, რომელიც ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობას შეეხება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ამას დამატებული ძალიან მნშვნელოვანი უმაღლესი რანგის კურორტის პროექტი არა მხოლოდ იმერეთს, არამედ დასავლეთ საქართელოს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს განვითარებისთვის და მე პირადად, ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​