მეუფე გრიგოლი: მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 11:30
მეუფე გრიგოლი: მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო

საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდგომ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია იქნება, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია.

„მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება. დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ, ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმშვიდე, დადინჯება და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენგან ითხოვს პასუხებს,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.