რეპერი კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 12:10
რეპერი კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი 2024 წლისთვის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ მუსიკოსმა ნიუ-იორკში, ყოველწლიურ ინოვაციურ ფესტივალზე Fast Company Innovation Festival განაცხადა.

"როდესაც მე 2024 წელს პრეზიდენტობისთვის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, ჩვენ შეგვეძლება ბევრი სამუშაო ადგილი შევქმნათ", - განაცხადა რეპერმა.

"მარტინ ლუთერ კინგი იმიტომ კი არ მოკლეს, რომ მას ოცნება ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მას განსხვავებული სასაუბრო თემა ჰქონდა. ის საუბრობდა ფერადკანიანთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობაზე", - დასძინა უესტმა.

ცნობისთვის, აგვისტოში რეპერმა ღარიბებისთვის სოციალური საცხოვრებლის პროექტი წარადგინა ბრენდის YEEZY Home-ის ფარგლებში, რომელსაც ის ჯერ კიდევ 2018 წლიდან ახორციელებს.
 

ტეგები