გია ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ იდეას ემიჯნება
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 12:33
გია ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ იდეას ემიჯნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერერი, გია ვოლსკი  ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" იდეას ემიჯნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ მე, პირადად არ მომწონს და თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთ იდეას, ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, მაგრამ პასუხისმგებლობას ვიღებ ამასთან ერთად, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი ჯახი, რომელიც კანონს გადააბიჯებს“, - თქვა პოლიტიკოსმა. 

ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე მოგვითხრობს.

ტეგები