კარნეგი ჰოლის კვლევა: ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს დამკვიდრებას
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 14:44
კარნეგი ჰოლის კვლევა: ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს დამკვიდრებას

ბოლო წლებში მიმდინარე პროცესები რეგიონში და ამაში ჩინეთის ჩართულობა ცხადყოფს, რომ ჩინეთის ინტერესები ამ სამ რესპუბლიკაში - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, იზრდება.

ეს რეგიონი რთული ინტეგრაციით, ეკლექტიკური პოლიტიკით და უამრავი კონფლიქტებით არის რუსეთის დასავლეთის და ამჯერად უკვე ჩინეთის ინტრესების კვეთის ადგილი. ჩინეთმა სამივე რესპუბლიკასთან სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები დადო აბრეშუმის გზის ეკონომიკური პროექტის ფარგლებში. განსაკუთრებული ხელშეკრულება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებზე ჩინეთმა გააფორმა საქართველოსთან. 2002 წლიდან ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობა გაიზარდა 80-ჯერ.

მართალია, ჩინეთიდან პროდუქციის ნაკადი ბევრად აღემატება საქართველოდან ექსპორტს, მაგრამ ეს სავაჭრო ხელსკრულება ძალიან სასარგებლოა საქართველოსთვის, ვინაიდან ჩინეთი უმოკლეს დროში გახდა ქართული პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ბაზარი..

ტეგები