ხანძარი ჰოლივუდში - ცეცხლს 230 მეხანძრე და 5 ვერტმფრენი ებრძვის
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 15:11
ხანძარი ჰოლივუდში - ცეცხლს 230 მეხანძრე და 5 ვერტმფრენი ებრძვის

ჰოლივუდში ხანძარია. ცეცხლი სტუდია „უორნერ ბრაზერსის" სიახლოვეში, ტყის მასივში გავრცელდა. სტუდიიდან თანამშრომლების ევაკუაცია მინდინარეობს. შემთხვევის შედეგად ერთი მაშველი მეხანძრე დაშავდა. 

ხანძრის ჩაქრობას 230 მეხანძრე და 5 ვერტმფრენი ცდილობს.

ტყის 500 ჰექტარი იწვის ვენტურის ოლქშიც, სადაც ალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანის ბიბლიოთეკას უახლოვდება. ბიბლიოთეკის ფონდში 600 მილიონი საარქივო დოკუმენტია დაცული.

 

ტეგები