კახა ბუხრაძე: კინოთეატრებთან პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 18:36
კახა ბუხრაძე: კინოთეატრებთან პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - კახა ბუხრაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კახა ბუხრაძემ როგორც აქციის ორგანიზატორებს, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს კვლავ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

"უკვე მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას. დღესაც, ადგილზე იმყოფებიან კინოლოგიის და განაღმვის სამსახურები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. კიდევ და კიდევ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ორგანიზატორებს, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს", - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ტეგები