კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება - ვაჟა სირაძე
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 18:53
კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება - ვაჟა სირაძე

კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება, – ამის შესახებ „გალერია თბილისში“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიციელები საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„უკვე მესამე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს კინოთეატრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. შესაბამისად, დღესაც ადგილზე მობილიზებულია პოლიციური ძალები. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგიის და განაღმვის სამსახურები, რომლებმაც, პრევენციის მიზნით, კინოდარბაზები შეამოწმეს. შესაბამისად, კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ტეგები