ატენის ხეობაში ხანძარია
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 19:33
ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან, ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივის ქვედა საფარს გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და მდგომარეობის გართულების ან ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის.

interpressnews.ge

ტეგები