ლევან ვასაძე: პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 19:44
ლევან ვასაძე: პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა

პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, - ამის შესახებ განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გასაპროტესტებლად ემზადებოდა.

შეხვედრაზე ლევან ვასაძემ ქართულ მედიას მადლობაც გადაუხადა. 

„უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, კვირა დღის მადლო გვეწევა ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს იყო ყველაზე მძაფრი განსაცდელი ფიზიკურიც და სულიერიც, მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს...

უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ იმ ფაქტით, რომ გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურცხყოფა ჩემი ქვეყნისა. რაც არ არ უნდა ვაკეთო, ამ განცდას ვერ გავურბივარ. არ მინდა, რომ თქვენც დაგთრგუნოთ და მოწყენა თქვენც გადმოგცეთ. მაგრამ მინდა, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო იმის გასაგრძელებლად, რასაც დღეს ვამბობდი და გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი მოქმედების გეგმა და ვეცადო წინასწარ გავცე პასუხი იმ მითქმა-მოთქმას და შეკითხვებს, რომელიც დამისვა პრესამ ჩემი გუშინდელი განცხადების შედეგად.

მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკთხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდი მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, - განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მესამე და ბოლო დღეა. მისი ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა.

ტეგები