გორში, ნადირობისას 32 წლის კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2019 10:54
გორში, ნადირობისას 32 წლის კაცი გარდაიცვალა

გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.

როგორც ატენის მუნიცუპალიტეტის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, უცნობია, მამაკაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.