ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2019 12:57
ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. 
 
პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. 
 
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შვიდი ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
 
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 ათასი ლარი დაიხარჯება.