პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2019 13:53
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია

„გვქონდა მსჯელობა  გუნდის შიგნით და შევჯერდით ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურაზე. გვქონდა კონსულტაციები,  ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე  - რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, რა არის დარჩენილი გასაკეთებელი კომიტეტის შიგნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

ირაკლი მეზურნიშვილი დღემდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ბეგაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.