ხარაგაულში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2019 20:18
ხარაგაულში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს.

ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.