თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 16:03
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.