აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 16:35
აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

აჭარის მაუწყებლის ახალი წევრები უმაღლესმა საბჭომ 25 ოქტომბერს აირჩია, ხოლო მეხუთე მრჩევლის ასარჩევად განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა.

ბორდის ეს შემადგენლობა აჭარის ტელევიზიის დირექტორს აირჩევს. ხელმძღვანელის მოვალეობას კი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ნათია ზოიძე ასრულებს.