სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 17:35
სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა

„თქვენ ახსენეთ, რომ ბლოკები ეს არის თანამშრომლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე გეკითხებით, ხომ არ არის ეს ამავდროულად პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობაც?“,-ამ შეკითხვით მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სულხან მახათაძემ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.



სულხან მახათაძის თქმით, პარტიები, რომლებსაც ორი ლიდერიც არ ყავთ და აქვთ მინიმალური მხარდაჭერა ამ გზით ყოველთვის ახერხებდნენ სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოში კვოტის და დაფინანსების მიღებას.



„მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო პარტია „თავისუფლება“, რომელიც დღეს ღებულობს ნახევარ მილიონამდე დაფინანსებას. „ახალი ქრისტიან- დემოკრატები“- ესეც ნახევარ მილიონამდე დაფინანსებას ღებულობს. „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“-660 ათასი ლარი და ა. შ. რაზეც უკვე ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა. ჯამში, სადღაც 10 მილიონამდე დაფინანსება, სადაც ორი პოლიტიკური ლიდერი არ მოეძებნებათ ამ პარტიებს და სხვისი ხარჯით ყოველთვის ახერხებდნენ, რომ თავიანთი კვოტაც მიეღოთ სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოში და ამავდროულად დაფინანსებაც მიეღოთ. მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენ რაზეც საუბრობდით, რომ პატარა პარტიებს არ ეძლევათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა, პრაქტიკულად გაუხსენით ყველანაირი კორიდორი, რომ ისუნთქონ ამ პარტიებმა და დაგიკონკრეტოთ იქნება ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ“,-განაცხადა სულხან მახათაძემ.