გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანი გახლავთ რომ მოხდეს პოლიტიკური პარტიების განვითარება
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 17:36
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანი გახლავთ რომ მოხდეს პოლიტიკური პარტიების განვითარება

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრჯერ გვქონია პოლემიკა, რაც ეხება ბლოკების თემას და მინდა რამდენიმე კითხვით მოგმართოთ თქვენ დაასახელეთ ხელისუფლებების ცვლილება, როდესაც იცვლებოდა ხელისუფლება, თქვენს მიერ დასახელებული არგუმენტები აქ პრაქტიკულად წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონპროექტის არსთან, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ეხლა გეტყვით რატომ, ის ხელისუფლებები, რომელიც იცვლებოდა და რომელიც იყო პოლარიზებულნი პროცესების ფონზე, რაც თქვენ დაასახელეთ ის რომ მრგვალი მაგიდა, რეჟიმი ცვლა, შევარდნაძის ეპოქა, ვიცით როგორ მოხდა არ იყო მთლად დემოკრატიულ პრინციპების დონეზე დამყარებული პროცესები, 2003 წელს როგორ მოხდა ეს სცენარები რევოლუციური ესეც კარგად ვიცით და სამწუხაროდ ჩვენც მოგვიწია რა თქმა უნდა ჩვენ არანაირი რევოლუციური სცენარი არ გვქონდა, თუმცა მაინც მოგვიწია იმ რეჟიმის ფონზე პოლარიზებულ პროცესებში გამარჯვება და თავად ახსენეთ რომ აი ამ პროცესებისთვის სჭირდებოდათ პოლიტიკურ პარტიებს შეკვრა, შეთამაშება და ეგრეთ წოდებული ბლოკების შექმნა, ჩვენი მიზანი გახლავთ რომ მოხდეს პოლიტიკური პარტიების განვითარება ის კი არ მოხდეს რომ ვთქვათ ერთი მიზნისთვის ხელისუფლებაში და პარლამენტის თანამდებობებისთვის და სტატუსისთვის მოხდეს პიროვნებების შესვლა, არამედ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ, ამიტომ მე მაინტერესებს, აი ჩემმა კოლეგებმა რაც დაასახელეს პოლიტიკური პარტიები, მე ვიცი თქვენი დაახლოებითი პასუხი ფინანსებთან დაკავშირებით მხოლოდ ფინანსებთან არ დავსვამ ამ პრობლემას ის 10 პოლიტიკური პარტიები რომლებმაც 1% ვერ მოაგროვა თქვენ როგორ გგონიათ პოლიტიკურად განვითარდება თუ დაუტოვებთ ბლოკების საშუალებას „ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.