ემზარ კვიციანის ძმისშვილს ეძებენ, ის თბილისის ზღვაზე მოკლული კაცის მეგობარია
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 18:19
ემზარ კვიციანის ძმისშვილს ეძებენ, ის თბილისის ზღვაზე მოკლული კაცის მეგობარია

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, მოკლული კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული კაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ არაფერი იცის და მის ძმიშვილს, ბექა კვიციანს ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს

. „არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, - განაცხადა კვიციანმა.

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.