„მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება!“ - ზურაბ ჯაფარიძე
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 18:29
„მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება!“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით "ბიბლიური თავისუფლების" გარდაცვლილი მღვდელმსახური ბიჭის ამბავს ეხმიანება, რომელსაც ოჯახის თხოვნის მიუხედავად, მართლმადიდებლურად წესი არ აუგეს, რადგან ბიბლიური თავისუფლების" მიერ გაცემული მოწმობა ჰქონდა.

 

„დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე.

მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით!

მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება!

მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად!

რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?

ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია!“