კარლო კოპალიანი: დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 18:32
კარლო კოპალიანი: დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში

„გამახსენდა 2008 წლის გაზაფხული, როდესაც თქვენ, თქვენი კოლეგები, პარლამენტარები და არაპარლამენტარები, ოპოზიცია ვითხოვდით აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მახსოვს როგორ დამთავრდა ეს შიმშილობის აქცია და თქვენც, ერთერთ მონაწილეს კარგად გემახსოვრებათ. ეს აქცია დაშალეს, დაარბიეს და მაშინდელი ხელისუფლებიდან იყო სასტიკი უარი, რომ აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა არც კი განიხილებოდა.



აქ, ახლა, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას აქვს სხვა შეხედულებები და მე ეგ არ მიკვირს, მაგრამ თქვენგან, ბატონო მამუკა, ნამდვილად გამკვირვებია.



ფაქტიურად, დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს რაზეც მე, თქვენ, ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გზას უხსნის ყველა საარჩევნო ძალას, არსებულს, რეიტინგულს და საშუალებას აძლევს პარტიებს განვითარებისთვის. მე ვერ ვხვდები და საზოგადოებაც დაიბნა, რას ითხოვთ და რა არ მოგწონთ თქვენ კონკრეტულად. რა ქნას ხელისუფლებამ მეტი?“,- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.