პაატა მხეიძე - მამუკა კაციტაძეს: ხომ არ ასხამს თქვენი პრინციპული პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს?
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 18:35
პაატა მხეიძე - მამუკა კაციტაძეს: ხომ არ ასხამს თქვენი პრინციპული პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“  წისქვილზე წყალს?

„ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია არგუმენტები სამპროცენტიანი ბარიერის დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველა არჩევნების შედეგებს თვალს და შემიძლია, ვთქვა, რომ ნაკლები რესურსი გაქვთ როგორც თქვენს პარტიას, ასევე, სხვა პატარა პარტიებს, თუნდაც სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვის. ჩნდება კითხვა: ამ ვითარებაში ხომ არ ასხამს თქვენი განსაკუთრებით პრინციპული პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით უფრო მსხვილი, თუნდაც, იგივე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებითი ბონუსების მინიჭების და მათი გაძლიერების თვალსაზრისით, მათ წისქვილზე წყალს და კიდევ ერთი - ხომ არ იქნება უკეთესი, ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტით, პატარა პარტიებს მიეცეთ 202 წელს შესაძლებლობა, გაძლიერდნენ, დაღვინდნენ და შემდეგ, 2024 წელს, კონსტიტუციური სამპროცენტიანი ბარიერით შეივსოს საპარლამენტო სპექტრი, რაც ამომრჩეველსაც მისცემს შესაძლებლობას, არ იყოს შეზღუდული არჩევანში და დღეს რამდენჯერმე გაჟღერებული ორპოლუსიანი არჩევნების თემაც დასრულდეს“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა მხეიძემ.