ზვიად ძიძიგური: პეტრე ცაავას რეციდივი ეს არ იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ, პეტრე ცაავას ჰყავდა პოლიტიკური თანამოაზრეები
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 19:07
ზვიად ძიძიგური: პეტრე ცაავას რეციდივი ეს არ იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ, პეტრე ცაავას ჰყავდა პოლიტიკური თანამოაზრეები

„პეტრე ცაავას რეციდივი თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე ამის არ მჯერა. პეტრე ცაავას ჰყავდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამოაზრეები. ვინ არიან ეს პოლიტიკური თანამოაზრეები, ძნელი მისახვედრი არ არის იმიტომ, რომ ეს პერსონა იყო იდენტიფიცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.



მისივე თქმით, საპატრიარქოში განვითარებული პროცესების ანალიზის შედეგად, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ის შტურმი, რომელიც მიმართულია ეკლესიისკენ.

„ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა მღვდელი, ყველა სასულიერო პირი, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ზეწოლა ეკლესიაზე, რომ საეკლესიო პირებს ემუქრებოდნენ რაღაც ჩანაწერების გამოქვეყნებით, არის ყველა ცრუ, ფარისეველი და ა.შ . იმავე პარტიის მეორე განაყოფმა განაცხადა თქვა, რომ ეკლესიაში დღესაც არიან ჩანერგილები პუტინისტები, რომ ეპისკოპოსები ასრულებენ პუტინის დავალებებს და საპატრიარქო ისეთი ტიპის ორგანიზაციაა, რომლიც ორიენტირებულია პუტინის დავალებებზე. ეს როგორი მხარდაჭერაა საპატრიარქოს და როგორი მხარდაჭერაა ჩვენი ეკლესიის, თავად განსაზღვრეთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.