ავარიას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 19:39
ავარიას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მომხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მე­ო­რე კი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა, შემდეგ კი ამოტ­რი­ალ­და.

მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ერთი მგზავ­რი და­შავ­და. იგი რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მეექვსე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.