პოლონეთის მთავრობა გადადგა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 20:20
პოლონეთის მთავრობა გადადგა

პოლონეთის პარლამენტის ახალი მოწვევის პირველ სხდომაზე ქვეყნის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

13 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა“ გაიმარჯვა. 460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ოპოზიციურ „სამოქალაქო კოალიციას“ სეიმში 134 მანდატი, „დემოკრატი მემარცხენეების კავშირს“ 39 მანდატი, „პოლონეთის გლეხთა პარტიას“ 30 მანდატი, ევროსკეპტიკოსთა და ნაციონალისტთა გაერთიანება „კონფედერაციას“ კი 11 მანდატი ექნება.