9 წლის ვუნდერკინდი მალე უნივერსიტეტის დიპლომს აიღებს
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 22:32
9 წლის ვუნდერკინდი მალე უნივერსიტეტის დიპლომს აიღებს

ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი 9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი ლორან სიმონსია, რომელიც რამდენიმე თვეში ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს.


მანამდე ყველაზე ახალგაზრდა „დიპლომიან“ ადამიანად ამერიკელი მაიკლ კერნი ითვლება, რომელმაც ალაბამას უნივერსიტეტი 10 წლის ასაკში დაამთავრა.

რაც შეეხება ლორან სიმონსს, იგი ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, სადაც მან 1 წლის წინ ჩააბარა. სკოლის ატესტატი ბიჭმა 8 წლის ასაკში აიღო.

აღსანიშნავია, რომ ბიჭი აქაც გამორჩეულია და სასწავლო პროგრამას სხვა სტუდენტებზე სწრაფად ითვისებს.