მამუკა მდინარაძე: ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთასხვადასხვაობა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 22:47
მამუკა მდინარაძე: ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში  იყო აზრთასხვადასხვაობა

,,ცხადია მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ. ეს არ არის ახალი. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და არა მხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მით უმეტეს იმ კოლეგების, რომელთაც ყოველთვის გააჩნდათ საპირისპირო აზრი. დღეს მათ მოიტანეს მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ის ასე ჟღერს - რატომ მივდივართ კომპრომისზე იმ ძალასთან, რომელიც პატრიარქის მორალურ მკვლელობას გეგმავს? ეს გასაგებია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ“, ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია თუ რატომ იხსენებს ოპოზიცია საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესს, რადგან სწორედ ამ განხილვებზე მოსახლეობა ითხვდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას.