საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 08:45
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მაგნიტუდით 3.1 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის 07:18 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდასთან 6 კილომეტრში, სოფელ სათხესთან იყო.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტეგები