დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 08:52
დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 10:00 საათზე დაიწყება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომლის ავტორი ირაკლი კობახიძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილია.


 

ტეგები