ბოლივიას დროებითი პრეზიდენტი ჰყავს
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 10:30
ბოლივიას დროებითი პრეზიდენტი ჰყავს

ბოლივიელმა ოპიზიციონერმა სენატორმა, ჟანინ ანიესმა ევო მორალესის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, შემდეგ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

მორალესის პარტიის დეპუტატებმა სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც ანიესის დასანიშნად კვორუმი არ შედგა. თუმცა ანიესმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ის დროებითი პრეზიდენტი უნდა გახდეს.

სენატორი ე.წ. გარდამავალ პერიოდში არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, რომელიც 90 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა. ის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.

ტეგები