
ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერთან“(GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად,ივერთუბანში მცხოვრებ600 ოჯახს წყალარინებისმოწესრიგებული ქსელი ექნება.
„ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელისაერთოდ არ არსებობს.მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ GWP-სთან ერთად, შესაბამისი პროექტიგანვახორციელოთ.შედეგად,იქ მცხოვრებ 600 ოჯახს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელიექნება.რაც კი საჭიროა,ეს უბანი ყველანაირადმოწესრიგდება - რეაბილიტირებული ქუჩებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და ა.შ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს სამუშაოები GWP-სთან ერთად ჩავატაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ივერთუბანში წყალარინების ქსელის მოწყობას თბილისის მერია GWP-სთან ერთად, მომდევნო წელს, თანადაფინანსებით განახორციელებს.
პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარი იქნება.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |