თქვენს გამოსვლაშიც უფრო მეტად ჩანს ნეგატივები - დიმიტრი ხუნდაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 14:43
თქვენს გამოსვლაშიც უფრო მეტად ჩანს ნეგატივები - დიმიტრი ხუნდაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა

დიმიტრი ხუნდაძემ კითხვის დაზუსტებისას მომხსენებელს, ირაკლი კობახიძეს მიმართა - „ალბათ რაღაც ტაქტიკური სვლა იყო, ჯერ უარყოფითებზე ვისაუბრეთ და დღეისთვის შემოვინახეთ პოზიტივები. როგორც გუშინ ბატონ მამუკას მოხსენებაში მცდელობის მიუხედავად მაინც ნეგატივები ჭარბობდა, ვიდრე პოზიტივი, დღესაც თქვენს გამოსვლაშიც უფრო მეტად ჩანს ნეგატივები, საფრთხეები და პასუხები ძირითადად არის იმდაგვარი, აქაც და გარეთაც, რომ - შევპირდით და უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება მიღებული და მე ამაზე როცა მექნება საშუალება ვისაუბრებ“.

ამის შემდეგ მან დამაზუსტებელი კითხვა დასვა - „თქვენ ბრძანეთ, რომ 150 დეპუტატის პასუხისმგებლობა უნდა იყოს აბსოლუტურად შესაბამისი, რომ მაჟორიტარების არყოფნა არ შეეტყოს რეგიონებს.

მარტივი კითხვა მინდა დავსვა - როგორ ხედავთ, ტექნიკურად ამ საკითხს როგორ უნდა მიაღწიოთ?“