ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება რაც ვთქვით - შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს ისე, რომ ხალხის ნდობის მიხედვით, მაქსიმალური მანდატი აიღოს ქართულმა ოცნებამ
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 15:18
ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება რაც ვთქვით - შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს ისე, რომ ხალხის ნდობის მიხედვით, მაქსიმალური მანდატი აიღოს ქართულმა ოცნებამ

„იდეალური არაფერია. ნებისმიერი გაცნობიერებული ადამიანი ერთ სისტემასაც ისე გაგიშავებს და მეორესაც, რომ საერთოდ არ მოგინდება არჩევნები და ასევე, პირიქით.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და ესეც უნდა გავიაროთ ეხლა. თუ ჩვენ ამას ახლა არ გავაკეთებთ, მუდმივად იქნება ხინჯი იმისა და ისეთი რამეები მიეწერება ამას, რომ ეს იყო გადამრჩენელი და ჩვენ ეს არ ჩავიდინეთ. მეორე მხრივ, ისეც ნუ გავაკეთებთ, რომ ისე გავასაცოდაოთ ეს თემა და ისეთნაირად მივიღოთ, რომ კვლავ მივცეთ საშუალება ასევე, მტრულ ძალებს რომ - ეს გამოვგლიჯეთ თორემ არ უნდოდათ. ეს მათი გაბედულების და ქვეყნის ზრუნვის შედეგი კი არა არამედ, ჩვენ წავართვითო. ამის ქილიკის საშუალებას ნუ მივცემთ ამ ხალხს. გადაწყვეტილება რაც ვთქვით - შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს ისე, რომ ხალხის ნდობის მიხედვით, მაქსიმალური მანდატი აიღოს ქართულმა ოცნებამ. როცა უკვე ჰოპ თქვი და გადახტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება არის მისაღები და შემდეგ სიარული არის წინ ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.