გია გაჩეჩილაძე: ნურავინ ნუ გვაშინებს კოალიცია თუ არ იქნება კრიზისი იქნება, არავითარი კრიზისი არ იქნება და დავანებოთ თავი ლაპარაკს
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 15:20
გია გაჩეჩილაძე: ნურავინ ნუ გვაშინებს კოალიცია თუ არ იქნება კრიზისი იქნება, არავითარი კრიზისი არ იქნება და დავანებოთ თავი ლაპარაკს

„მე ძველი პარტიის წარმომადგენელი ვარ და მინდა გითხრათ, რომ იყო 1992 წლის არჩევნები როდესაც ამომრჩეველი 3 პარტიას აძლევდა ხმას, იყო მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, იყო 5%-იანი ბარიერიც, სააკაშვილმა შემოიტანა 7%-იანი ბარიერი, მერე ისევ 5%-იანი და მერე იყო ისევ შერეული და ასე შემდეგ, მაგრამ ვერავინ მეტყვის რომ ამ პროცესებმა სტაბილურობა მოიტნა ქვეყანაში, სტაბილურობა არის თანამშრომლობაში და კოალიციებში, ყველას მინდა ვთხოვო ნურავინ ნუ გვაშინებს კოალიცია თუ არ იქნება კრიზისი იქნება, არავითარი კრიზისი არ იქნება და დავანებოთ თავი ლაპარაკს ორი ნაციონალური მოძრაობაა, 11-15 პარტია შევა ამათ გარდა პარლამენტში და ასე ვთქვათ კოალიციის შექმნის შესაძლებლობაც იქნება. პარტიების დიდი ნაწილი კი დასავლური ორიენტაციის იქნება, არა რუსული და არა აგენტურა ოკუპანტებთან შესული კოჰაბიტაციაში, იქნება სტაბილურობა და თუ იქნება საშუალება კოალიციების შექმნის საშუალებაც იქნება- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე.