დიმიტრი ხუნდაძე: იმისთვის, რომ არ ჩავარდეს კანონპროექტი, გთავაზობთ რომ უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები გავაგრძელოთ
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 15:53
დიმიტრი ხუნდაძე: იმისთვის, რომ არ ჩავარდეს კანონპროექტი, გთავაზობთ რომ უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები გავაგრძელოთ

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე იმ მაჟორიტარი დეპუტატების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებს მხარ არ უჭერენ.

„მოგიწოდოთ, რომ თავი დაანებოთ მაჟორიტარების შეურაცხყოფას იმიტომ, რომ გაკეთდა განცხადებები მაჟორიტარები პირადი ინტერესის გამო აკეთებენ ამას, აბსოლუტურად არავითარი პირადული. მინდა გითხრათ, რომ გამოითქვა ეჭვი, თითქოს სიაში ვერ ვხვდებით და ამიტომ. მე მინდა არგუმენტირებულად ვისაუბრო - 2016 წელსაც, როცა ჯერ კიდევ პარლამენტში არ ვიყავი შემოსული და მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის ვემზადებოდი, მაშინაც გავაკეთე განცხადება, რომ მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი არჩევის წესით ისე რომ აქ ეს მტკიცებულებაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ არავითარი პირადული ინტერესი არ გვაქვს. ისევ შეურაცხყოფა - ის რომ საკანონმდებლო მუშაობაში არ არიან ჩართულნი და რა საჭიროა საერთოდ მაჟორიტარების ურთიერთობა ადგილობრივ საქმიანობაში. მინდა გითხრათ, რომ კითხეთ მერებს - მათ ჭირდებათ თუ არა დამატებითი რგოლი მთავრობასთან ურთიერთობაში და არიან თუ არა ისინი მზად რომ ამ ეტაპზე მოხდეს ეს ცვლილება? და კითხეს ასევე ხალხს, მათ სურთ თუ არა რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მათ ხმას ქონდეს ის ფასი, რომ მათ ყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი ქვეყანაში. პირიქით, მე ვხედავ შიშს იმისა, რომ ჩვენ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ეს შიში დავინახე ნაციონალურ მოძრაობაში და მე ვხედავ შიშს იმ ადამიანებშიც, ვისაც არ აქვს საზოგადოებაში იმ ხარისხის ცნობადობა, რომ თ არა პარტიულ სიას შემოყვეს პარლამენტში, ისე ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ასევე ვხედავ შიშს, რომ აქვს ცნობადობა, მაგრამ ძალიან ცუდი ცნობადობა, რომ ისინი არიან ცნობადები საზოგადოებაში, ეს ძირითადად ეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რატომ არის ცუდად ცნობადები საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, და ცდილობენ სხვადასხვა პარტიები მოიგონონ, რომ ამ პარტიებს შეყვნენ. თქვენ ნახეთ გუშინ 12 პარტიას ერთად აღებული მხარდაჭერა მოსახლეობისგან ქონდა 1.02% და პარტიული განვითარებისთვის დანახარჯი მათი არის 9 მილიონზე მეტი.

მინდა შემდეგი განმარტება გავაკეთო - მე რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ მაშინ როცა დრო იქნება სწორედ შერჩეული, როცა თვითმმართველობა რეალურად თვითმმართველი იქნება.

2020 წლისთვის რატომ დაგთანხმდით პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას? - ეს იყო პირობა დადებული თანხმობა და იყო მთავარი, რომ არსებული რეალობა, როცა ეს რეალობა შექმნა ერთმა ჯგუფმა მოქალაქეების და ერთმა ჯგუფმა არასამთავრობოების რომ ამ კომპრომისით მივიღებდით ჩვენ სტაბილურ გარემოს, მაგრამ ეს სტაბილურობა დაარღვიეთ პირველ რიგში, თქვენ. თქვენ შექმენით ის პირობა, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება წაგვეღო უკან. გთავაზობთ, რომ არ ჩავარდეს დღეს კანონპროექტი გთხოვთ რომ უმრავლესობის ფორმატში განვიხილოთ და კონსულტაციები გავაგრძელოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტეგები