თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 17:27
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.