ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იჯდა
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 18:37
ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იჯდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იჯდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო. კადრში ჩანს, რომ ბავშვმა დაზიანებული ატრაქციონიდან გამოსვლა თავად მოახერხა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ამ სკვერში ატრაქციონის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

სკვერის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ახალციხის მერიაა.

„ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები სხდებიან, რომლებისთვისაც ის განკუთვნილი არ არის, ამიტომ დაზიანდა“, - აცხადებენ მერიაში.