კობა კობალაძე: უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში უდიდესი დამსახურება ვეტერანებს მიუძღვით და ისინი ჩვენგან უფრო მეტ დაფასებას იმსახურებენ
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 19:48
კობა კობალაძე: უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში უდიდესი დამსახურება ვეტერანებს მიუძღვით და ისინი ჩვენგან უფრო მეტ დაფასებას იმსახურებენ

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ომის ვეტერანებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა არ არის გათვალისწინებული.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი - 3 512 800 000 ლარი. თუმცა, გამოწვევად რჩება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური დახმარების საკითხი, რადგან 2020 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვისას გაჟღერდა აღნიშნული საკითხი და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით საკითხის გადახედვის თაობაზე. საკმაოდ მტკივნეულია ვეტერანებისთვის 22-ლარიანი დახმარების საკითხი. დარწმუნებული ვარ, დეპუტატების უმრავლესობა ამ საკითხში ვეტერანებს გვერდში დაუდგება. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც ამ ქვეყანას წარმოვადგენთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში უდიდესი დამსახურება სწორედ ვეტერანებს აქვთ, რომლებიც საკუთარი შრომითა და ბრძოლით გამორჩეული ხალხია“, - განაცხადა გენერალმა
კობა კობალაძემ.

ტეგები