პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 12:45
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ.

ისინი შენობაში მაჟორიტარ დეპუტატებს, კახა ოქრიაშვილსა და კობა კობალაძე შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირპისრება მოჰყვა. ამის შესახებ 1tv წერს.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს ეკითხებოდნენ, რატომ უჭერდნენ მხარს მაჟორიტარულ სისტემას.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.