ჩუგოშვილმა, ფრუიძემ, მოსიაშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ უმრავლესობა დატოვეს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 13:51
ჩუგოშვილმა, ფრუიძემ, მოსიაშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ უმრავლესობა დატოვეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა.  ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. დღეს იყო მძიმე უმრავლესობის სხდომა, ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, დასრულდებოდა პარტიის დანაკარით. შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის იყო ცნობილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.