ოკუპანტების მიერ გატაცებული 4 პირიდან 3 გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 16:38
ოკუპანტების მიერ გატაცებული 4 პირიდან 3 გაათავისუფლეს

4-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქართველოს 3 მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.  ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი, რომლებიც ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ყარაფილასა და კოდისწყაროს მიმდებარედ დააკავეს და ასევე გრემისხევიდან გატაცებული დავით მიშელაშვილი ამ წუთებში გადაეცათ ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე. ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს.

ამ დრომდე უცნობია ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია.  ის გათავისუფლებულთა შორის არ არის.