თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 16:40
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზე. 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!".