მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 18:14
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა.

ცაცხვის ფოთლოვანი ხის, კატალპის, ნეკერჩხლისა და კვიპაროსის ნერგები ბარნოვის, ძმები ზუბალაშვილების, შარაშიძის, გოგებაშვილის, ძმები კაკაბაძეების ქუჩებსა და ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაირგო.

გამწვანების ღონისძიებაში მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.