გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე - ირმა ინაშვილი
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 18:47
  გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსი" აქციების ჩატარების უწყვეტ რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. "პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე სასტუმრო "ივერიასთან" დააანონსა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების დროს არც ერთ ოლქში არ დაუშვა სხვა პარტიების მაჟორიტარ-დეპუტატების კანდიდატების გამარჯვება. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსახლეობამ კარგად იცის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად იყენებდა. მისი თქმით, გამონაკლისი არც "ქართული ოცნებაა".