გიორგი ბეგაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2019 09:39
გიორგი ბეგაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას.“, - წერს ბეგაძე

.