სროლა კალიფორნიის სკოლაში - არის მსხვერპლი
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2019 09:52
სროლა კალიფორნიის სკოლაში - არის მსხვერპლი

კალიფორნიაში, ქალაქ სანტა კლარიტას სკოლაში სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

არსებული ცნობით, ორივე გარდაცვლილი ამავე სკოლის მოსწავლეა.დაშავებულია ასევე თავდამსხმელიც, რომელიც სამართალდამცველებმა თავდაპირველად მსხვერპლად მიიჩნიეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.