სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2019 10:47
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ადგილზე რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ამის მიზეზად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების განთავსებას ასახელებს და განმარტავს, რომ ტერიტორია ჯებირებით უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრეს.

რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ კვლავ გადაკეტილი რჩება.