სოფიო ქაცარავამ დეპუტატის მანდატი დატოვა
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2019 15:59
სოფიო ქაცარავამ დეპუტატის მანდატი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, სოფიო ქაცარავამ დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ ქაცარავამ Facebook-ზე დაწერა.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“ - წერს ქაცარავა.

სოფიო ქაცარავა „ქართული ოცნების“ გუნდს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეუერთდა. პარტიული სიით დეპუტატის მანდატის მოპოვების შემდეგ, ის უმრავლესობის დატოვებამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც მან უმრავლესობის რიგები დატოვა.