ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2019 20:54
ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში-კი გმირობა.
ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი!!!
ვაჟა ექიმი-წლებია ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში.ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში", - წერს კალაძე.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი კახი კალაძის მკურნალი ექიმი იყო ერთ-ერთი ტრავმის დროს, ამიტომ თბილისის მერს განსაკუთრებულად თბილი და პირადი დამოკიდებულება აქვს ამ გმირ ადამიანთან.

ტეგები