ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2019 19:48
ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია

ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია, გარდაცვლილები არიან და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი და გამოძიება მიმდინარეობს.

მკვლელობა ატენის 20 ნომერში, სავარაუდოდ ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა დედა და და მოკლა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.